ივლისი 4, 2022

 

 

Eldesmarque-ის ჟურნალისტი ხორხე რუისი მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ “ვალენსია” ლიდერების გაყიდვას აპირებს.

 

“ყველა ტრანსფერზე და გასაყიდად არის გამოტანილი მამარდაშვილით დაწყებული. ბორდალასმა იცის ეს და მიუხედავად ყველაფრისა, ცდილობს რომ გუნდი კონკურენტუნარიანი იყოს. შეიძლება ეს ხუმრობად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე უკვე მეშინია, არ გავვარდეთ მომდევნო სეზონში”.

 

📻 @jorgeruve:

 

“Está todo el equipo en venta. Desde Mamardashvili hasta el utillero. Lo sabe Bordalás, que pese a todo tiene intención de seguir si el equipo es competitivo. Esto último, ahora mismo, suena a chiste. Tengo miedo al descenso, y no solo yo. En el equipo también”.

 

— Amunt Afició 🦇 (@amuntaficio914) May 17, 2022

 

2 დღის წინ “ვალენსიას” პრეზიდენტის, ენილ მარტის მუქარა გავრცელდა კარლოს სოლერის მიმართ, რომელსაც მარტი სარფიანი წინადადების მოტანას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ უფასოდ წავიდოდა, პრესით განადგურებას დაჰპირდა.

 

“ვალენსია” ფინანსურ კრიზისს განიცდის, სინგაპურელი მფლობელი პიტერ ლიმმის მიმართ უკმაყოფილება ყოველდღე იზრდება და გამოსავალი, როგორც ჩანს, ლიდერების გაყიდვაში იპოვეს. მათ შორის, ხოსე გაიას, კარლოს სოლერის, გუედეშისა და გიორგი მამარდაშვილის.

 

“ვალენსიას” ფანები ინფორმაციას ავრცელებენ, რომ “ვილიარეალი” მზად არის ქართველის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. “ბეტისი” კი გუედეშში 20 მილიონს ჩამოდის.

 

ის, რომ იასპერ სილესენი “ღამურებს” აუცილებლად დატოვებს, უკვე ყველასთვის ცხადია. მოსალოდნელია, რომ მამარდას ჯერ გამოსასყიდ თანხას აუცილებლად გაუზრდიან.

 

ყველაფერი ივნისის ბოლომდე უნდა გაირკვეს. შესაძლოა, მანამდე ლიმმა კლუბიც გაყიდოს და ახალმა მფლობელმა ფინანსური კრიზის გადაჭრას. ერთი პერიოდი საუბარი აბრამოვიჩზეც იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.