ივნისი 29, 2022

ბლექპულის ფორვარდმა ჯეიკ დენიელსმა დაასრულა ათწლეულების დუმილი მამაკაცთა ფეხბურთში და არის პირველი მოთამაშე დიდ ბრიტანეთში, რომელიც გახდა ‘ღიად გეი”  ჯასტინ ფაშანუს შემდეგ 1990 წელს.

 

დანიელსმა კლუბში თავისი დებიუტი მხოლოდ ამ თვეში შეასრულა, მაგრამ 17 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ მზადაა თამაშში სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი იყოს მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა, რომ დროა იყოს თავისუფალი და თავდაჯერებული.

 

”ახლა არის ამის გაკეთების დრო”, – თქვა მან. „ვგრძნობ, რომ მზად ვარ ხალხს ვუთხრა ჩემი ამბავი. მსურს ხალხმა იცოდეს ჩემი ნამდვილი სახე “.

 

დენიელსმა თქვა, რომ მან თავისი სექსუალობის შესახებ ექვსი წლის ასაკიდან იცოდა, მაგრამ საიდუმლოდ ინახავდა, რადგან ოცნებობდა ფეხბურთის კარიერაზე. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რომელზეც  რამდენიმე თვის განმავლობაში მსჯელობდნენ და მოიცავდა კონსულტაციას მის ოჯახთან, მის კლუბთან, ლგბტქ საქველმოქმედო ორგანიზაცია Stonewall-თან და Sky Sports-თან, რომლებმაც პირველად გაავრცელეს ახალი ამბები, დენიელსმა გააზრებულად ახსნა თუ რატომ არჩია საჯაროდ გამოტყდომა.

 

“დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ მომიწევდა ჩემი სიმართლის დამალვა, რადგან მინდოდა ვყოფილიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი”, – თქვა მან. „ჩემს თავს ვკითხე, უნდა დაველოდო თუ არა პენსიაზე გასვლას. მაგრამ მივხვდი რომ მომიწევდა ტყუილში ცხოვრება და მერჩივნა, მეცხოვრა ისე როგორც მინდოდა. მას შემდეგ რაც ჩემი სექსუალობის შესახებ გუნდელებსა და ოჯახის წევრებს მოვუყევი, ზედმეტი ფიქრი და სტრესი მომეხსნა.

 

„იმედი მაქვს, რომ ვიქნები მისაბაძი მაგალითი, დავეხმარები  სხვებს, რომ საჯაროდ თქვან, თუ მათ ეს სურთ. მე მხოლოდ 17 წლის ვარ, მაგრამ  ბრწყინვალე იქნება თუ ისინი სხვა ადამიანები იფიქრებენ: “ეს ბავშვი საკმარისად მამაცია,  მეც შევძლებ ამის გაკეთებას.”

დენიელსის გამოცხადება არის გასაოცარი ღირშესანიშნაობა, რომელიც მოდის მაშინ, როდესაც მამაკაცთა ფეხბურთი უფრო მეტად არის დაკავებული სოციალური საკითხებით, მაგრამ მაინც ვერ ასახელებს პროგრესს LGBTQ წარმომადგენლობაში.

გასულ წელს ადელაიდა იუნაიტედის ჯოშ კავალო გახდა მსოფლიოში ერთადერთი პროფესიონალი ფეხბურთელი მამაკაცი, რომელმაც ღიად აღიარა რომ ჰომოსექსუალი იყო. ექვს თვეში მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება ყატარში, სადაც ჰომოსექსუალიზმი უკანონოა და კავალომ Guardian-ს განუცხადა, რომ “შეშინდებოდა” მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე თამაშით.

კონკრეტულად ინგლისურ ფეხბურთში ნიჭიერი და პროფესიონალი ფაშანუს ჩრდილი ისევ დალაცლაცებს გვირაბებს შორის. ინგლისელი ფეხბურთელი, ამ თემაზე კარიერის ბოლოს ალაპარაკდა და რვა წლის შემდეგ, 1998 წელს თავი მოიკლა.

 

ბისფამში, ბლექპულთან ახლოს, დაბადებულმა  დენიელსმა გაიარა კლუბის ახალგაზრდული რიგები, სანამ ამ წელს კლუბთან სერიოზულ კონტრაქტს მოაწერდა ხელს. მისი დებიუტი ამ თვეში შედგა ჩემპიონატის მატჩში პიტერბოროს წინააღმდეგ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.