ივლისი 2, 2022

პრემიერ ლიგის 37-ე ტურში არსენალი ნიუკასლს დაუპირისპირდა. ლონდონელებისთვის ეს თამაში მნიშვნელოვანი იყო,რადგან პრინციპულ მეტოქე ტოტენჰემთან მხოლოდ 1 ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ და ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად 2-დან ორივე მატჩის მოგება სჭრდებოდათ. სამწუხაროდ, მეზარბაზნეებმა ეს მატჩი 0-2 დათმეს.

Sky Sports-თან საუბრისას არსენალის მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ თქვა: “ნიუკასლი იმსახურებდა მატჩის მოგებას და ჩვენზე ბევრად უკეთესი იყო. ისინი ყველა ასპექტში ბევრად უკეთესები იყვნენ“

 

“თამაშის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, როგორიცაა ტრავმების გამო  შეცვლა, მაგრამ ეს არ არის საბაბი, ისინი ჩვენზე ბევრად უკეთესები იყვნენ. მართალია, ჩვენ ვერ გავუმკლავდით მატჩს, რომელიც აქ უნდა გვეთამაშა. გვქონდა მომენტები, როდესაც უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ მაშინ შესრულება ძალიან ცუდი იყო და გოლებმა, რომლებიც ჩვენ გავუშვით, ძალიან სუსტად წარმოგვაჩინა.“

 

არტეტამ ასევე დაამატა რომ დამწუხრებულია,მაგრამ მაინც აქვს იმედი რომ ნორვიჩი ტოტენჰემს მოუგებს,რადგან ფეხბურთში ყოველთვის არის პატარა შანსი.

არსენალის  მარცხი ნიუკასლთან ნიშნავს, რომ ტოტენჰემს მხოლოდ ფრე სჭირდება კვირას ნორვიჩ სიტისთან, რათა ჩემპიონთა ლიგაზე ადგილი დაიკავოს.

 

2021/22 პრემიერ ლიგის სეზონის ბოლო დღეს არსენალი ევერტონს უმასპინძლება, მაგრამ შედეგი უაზრო იქნება, თუ სპურსი ნორვიჩთან არ წააგებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.