მარტი 21, 2023

ლივერპულის გულშემატკივრებმა უემბლიზე ინგლისის თასის ფინალის დაწყების წინ დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჰიმნისას სტვენა დაიყეს. მათ ასევე „დასცინეს“ პრინცი უილიამი, რომელიც მატჩს ესწრებოდა.

საუთჰემპტონთან თმაშს წინ საუბრისას იურგენ კლოპმა თქვა, რომ ლივერპულის გულშემატკივრებს ამის გაკეთების მიზეზი ჰქონდათ.

 

“მე კარგად ვიცნობ ჩვენს ხალხს,ისინი ამას არ გააკეთებდნენ, თუ ამის მიზეზი არ ექნებოდათ”, – თქვა კლოპმა The Telegraph-ის ციტირებით.

 

კლოპმა ასევე განმარტა,რომ  შესაძლოა მიზეზი ისტორიულ ხასიათის ყოფილი და რადგანაც გერმანელი დიდი ხანი არ არის ამ კლუბში, დაზუსტებით ვერაფერს იტყოდა.

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის რეაქცია პრესკონფერენციის შემდეგ მალევე გამოქვეყნდა. მისმა სპიკერმა თქვა, რომ კლოპი არ იყო მართალი და დასძინა, რომ ეს იყო “დიდი სირცხვილი”, იმის გათვალისწინებით, რომ ასოციაციის თასმა “ხალხი გააერთიანა”.

 

ლივერპულის გულშემატკივრები ჰიმნს დიდი ხანია აბუჩად იგდებენ. საკითხის ფესვები შეიძლება აღმოჩნდეს მარგარეტ ტეტჩერის ეკონომიკურ პოლიტიკაში 80-იან წლებში,როცა მთავრობამ პოლიციის პასუხისმგებლობა გულშემატკივრებზე გადაბრალებით  დაფარა ჰილსბოროს ტრაგედიის დროს. ალბათ, ეს იგულისხმა იურგენ კლოპმა „ისტორიულ პრობლემაში“, მაგრამ ლივერპულის ბოსს პრემიერ მინისტრი მაინც არ ამათლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.