დეკემბერი 3, 2022

15 მაისს გიორგი ჩაკვეტაძის მუდმივ და დროებით კლუბებს უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ჰქონდათ, ქართველი ნახევარმცველის მომავალზე კი ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

 

გიორგის ახლანდელ კლუბ “ჰამბურგს” ბუნდესლიგაში გადასასვლელ ორმატჩიან პლეი-ოფში ბერლინის “ჰერტასთან” ჭიდილში მოუწევს, რომელიც “შტუტგარტის” მცირე სასწაულის შემდეგ, საპლეიოფო ზონაში მოხვდა.

 

უკვე ვიცით, რომ “ჩაკვე” ბელგიურ “გენტს” დაუბრუნდება, რომელმაც კონფერენს ლიგაზე თამაში გაინაღდა.

 

ახლა არ ვიცით, რამდენად დარჩება გიორგი ბელგიაში და ზაფხულში რა ვარიანტებს განიხილავს. ამასობაში, სანაკრებო შეხვედრები მოახლოვდა. ვილი სანიოლმა “ერთა ლიგისთვის” შემადგენლობა მალე უნდა დაასახელოს. ჩაკვეტაძეს გუნდში მცირე

სათამაშო დრო ეძლევა, თუმცა “ჯვაროსნების” წარმოდგენა მის გარეშე მაინც გვიჭირს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.