დეკემბერი 3, 2022

წარმოშობით ქართველმა საფეხბურთო აგენტმა, თემურ ღურწკაიამ გაავრცელა ინფორმაცია, თუ რა თანხას იხდის „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში.

 

„ჩემი ინფორმაციით, 8 მილიონ ევროს იტალიელები დაუყოვნებლივ გადაიხდიან, ხოლო 2 მილიონი ბონუსებით ანაზღაურდება, სულ კი, შესაბამისად, ტრანსფერი „ნაპოლის“ 10 მილიონ ევრო დაუჯდება“, – ამბობს ღურწკაია.

 

მოსკოვის „ლოკომოტივის“ გენერალური დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ანდრეი ლოსიუკმა მისი ნათქვამი დაადასტურა, რომ ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის დასასრულებლად იმყოფებოდა.

 

„დიახ, „ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას მოლაპარაკებაში ვმონაწილეობდი, მაგრამ გადასვლის დეტალების გამჟღავნება და ჩემი მონაწილეობის მასშტაბზე საუბარი არ მსურს“, – განაცხადა „მატჩ ტვ“-ისთან ლოსიუკმა.

 

იტალიური კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა აპრილში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ გადასვლა გადაწყვეტილია და მალე ოფიციალურად დადასტურდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.