მარტი 21, 2023

Sport 24-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაიას “ანორთოსისში” 30 წლის ქართველი თავდამსხმელის, ავთანდილ ებრალიძის დამატება სურს.

ებრალიძე “დოქსას” რიგებში ირიცხება და ამ სეზონში 22 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასი შეასრულა.

ქეცბაიას სურს ფლანგები გადაახალისოს და თან, ზაფხულში ეს ყველაფერი უფასოდ გააკეთოს. ებრალიძეს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

თემურთან ახლა მხოლოდ 1 ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ლორია თამაშობს.

“ანორთოსისი” კვიპროსის ჩემპიონატში 48 ქულით მე-4 ადგილზეა და შანსი აქვს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც მოხვდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.