
ინგლისის თასის ფინალში ჩელსი ლივერპულთან კვლავ დამარცხდა .თამაში პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელიც ჩელსიმ 6-5 წააგო.
ეს არის ზედიზედ მეხუთე შიდა თასის ფინალი, რომელიც ლურჯებმა წააგეს.
სერია მაურიციო სარის დროს დაიწყო, როდესაც ჩელსი კარაბაოს თასის ფინალში მანჩესტერ სიტისთან დამარცხდა, ასევე პენალტების სერიაში. შემდეგ მოჰყვა ორი მარცხი ინგლისის თასის გადამწყვეტ მატჩებში. 2020 წელს ფრენკ ლამპარდის გუნდი არსენალთან 2-1 დამარცხდა. ერთი წლის შემდეგ, უკვე თომას ტუხელის ხელმძღვანელობით, ისინი ლესტერმა1-0 დაამარცხა.
რა თქმა უნდა, ჩელსიმ ამ პერიოდში მოიგო ევროპა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა, ორივე შემთხვევაში დაამარცხა ინგლისური მხარე. მიუხედავად ამისა, უემბლი ლურჯებისთვის დაწყევლილ სტადიონად იქცა, როცა საქმე ფინალს ეხება.