
მას შემდეგ, რაც “ჰამბურგს” მცირე ჩავარდნა დაეწყო, გუნდი ისევ კარგ ფორმაში შევიდა და ბუნდესლიგაში აღზევებას მიუახლოვდა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, კლუბს 57 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება, ბოლო ტურში უმოტივაციო “ჰანზას” დამარცხებით კი, ისინი პლეი-აუტის საგზურს გაინაღდებენ.
ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარი მაინც ერთია – რა ბედი ეწევა “ჰამბურგში” იჯარით გადასულ გიორგი ჩაკვეტაძეს?
თავდაპირველად გიორგი კარგად თამაშობდა, ძირითად შემადგენლობაშიც მოხვდა, გოლიც კი გაიტანა, თუმცა შემდეგ კვლავ დაიკარგა.
გერმანულ მედიას თუ დავუჯერებთ, “ჰამბურგის” ხელმძღვანელობა მის გამოსყიდვას არ გეგმავს და ქართველი გარემარბი “გენტს” დაუბრუნდება.