
ეროვნული ლიგის მე-13 ტურის პირველ სათამაშო დღეს ორი საინტერესო მატჩი გაიმართა. “საბურთალო” რუსთავის ტექნიკურ ბაზაზე ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდა. თბილისელები მატჩში გარკვეულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცაღა მომენტები გოლად ვერ გარდასახეს. საბოლოო ჯამში მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა.
დიდი ინტერესს იწვევდა გორის “დილასა” და თბილისის “დინამოს” შეხვედრა. აღნიშნულ მატჩში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უკეთესი გამოდგა და უსმანე კამარას გოლის წყალობით აქტივში სამი ქულა ჩაიწერა.
აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით სატურნირო მდგომარეობა მცირედით შეიცვალა. პირველ ადგილს კვლავ შავიზღვისპირელები იკავებენ 28 ქულით, თბილისის “დინამო” 25 ქულით მეორე ადგილს დაუბრუნდა. მესამე და მეოთხე პოზიციას 22-22 ქულით “საბურთალო” და გორის “დილა” ინაწილებენ.
მიმდინარე ტურის დანარჩენი მატჩები ხვალ გაიმართება. “სიონი” “სამგურალს, ხოლო “ლოკომოტივი” “ტორპედოს” უმასპინძლებს. “გაგრა” კი გასვლაზე “თელავს” შეხვდება.