
მანჩესტერ იუნაიტედი ძალიან ახლოსაა ზაფხულში ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის შეძენასთან. – ირწმუნება ბარსას მთავარი წყარო ჟერარ რომერო.
სანდო რეპორტიორის თქმით, ოპერაცია 95% შესრულებულია და სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ნაბიჯი მალე განხორციელდეს.
დე იონგის საფასური იქნება 60-70 მილიონი ფუნტი, და როგორც ჩანს, ის იუნაიტედში ერიკ ტენ ჰაგის პირველი შენაძენი იქნება.
ბარსა დე იონგის გაყიდვას მხოლოდ ეკონომიკური მიზეზების გამო ცდილობს, რადგან ზაფხულში საკუთარი ტრანსფერების დასაფინანსებლად მოთამაშეების გაყიდვიდან ფული სჭირდება.
შეგახსენებთ, ფრენკი ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით თამაშობდა აიაქსში და იყო იმ გუნდის ნაწილი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია 2018/19 სეზონში.