მაისი 18, 2022

 

პრემიერ ლიგის 33-ე ტურში ლიდს იუნაიტედი  ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდა. არისტოკრატებმა მარტივად შეძლეს გამარჯვება და ამაში 10 კაცით დარჩენილი ლიდსიც დაეხმარა.

 

მეოთე წუთზე, მეისონ მაუნტის გატანილი გოლის შემდეგ, ლიდსის კართან შეტევები არ წყდებოდა. 24-ე წუთზე კი დანიელ ჯეიმსი გააძევეს და იუნაიტედის მდგომარეობაც დამძიმდა.

 

პირველი ნახევრის გადალახვის შემდეგ, ჩელსი გაჩერებას არ აპირებდა და 55-ე წუთზე მეორედ აიღო მეტოქის კარი. საბოლოო წერტილი ლუკაკუმ 83-ე წუთძე დასვა.

 

ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ჩვენ ძალიან კონცენტრირებულები ვიყავით. გუნდი ძალიან ერთგული, კონცენტრირებული და მშვიდი იყო.  კმაყოფილი ვიყავი იმით, თუ როგორ ვითამაშეთ. ჩვენ ვენდებოდით საკუთარ თავს, მაგრამ საჭირო იყო გასუფთავება და ფოკუსირება.“

ტუხელმა ასევე დაამატა რომ დაცვაზე უფრო მეტი დრო დახარჯა ვიდრე წინა თამაშში. სწორედ ამიტომ კარი მშრალად შეინახეს.

შეგახსენებთ რომ ტოპ 4-სთვის ბრძოლაში ჩელსი დაწინაურდა და გამიყარა მესამე პოზიცია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.