
ბირმინგემ სიტი ზაფხულში შესაძლოა ამბიციური ნაბიჯი გადადგას ჩელსის ყოფილი ფორვარდის დიეგო კოსტას შესაძენად.ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლუბს სეზონის დასრულებამდე ახალი მფლობელები გადაიბარებარებენ.
კონსორციუმმა, რომელშიც შედის ბარსელონას ყოფილი ფორვარდი მაქსი ლოპესი, შეადგინა იმ პოტენციური მიზნების სია, რომლებსაც განახორციელებენ თუ შეძლებენ კლუბის ხელში ჩაგდებას.
კოშტა ამჟამად თავისუფალი აგენტია. მას შემდეგ, რაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვა ბრაზილიური გუნდი ატლეტიკო მინეირო.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ფორვარდმა ჩელსის შემადგენლობაში 120 მატჩში ჩაატარა და 58 გოლი გაიტანა, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია დათანხმდება თუ არა ის ბირმინგემში გადასვლას.