სექტემბერი 26, 2022
ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” ტრანსფერთან დაკავშირებით დიდი მოლოდინია. დღეს calcionapoli24 წერს, რომ გარემარბი მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ უკვე უნდა ჩავთვალოთ პატარა მომხიბვლელ პრინცად. ეროვნულ ლიგაში კვარაცხელიას თამაშს იტალიური მედია ყურადღებით აკვირდება და აშუქებს. მოლოდინი დიდია. რუსეთში ბევრი ვარაუდს გამოთქვამს, რომ სერია A-ში ქართველს გაუჭირდება. ხშირ შემთხვევაში ეს უფრო მავანთა სურვილი და დამოკიდებულებაა. სხვათა შორის, ცინიკურ კომენტარებს ხშირად საქართველოშიც შეხვდებით, გეგონება, ამ ბიჭს ვინმესთვის რამე დაეშავებინოს. ჩვენს საიტზე ასეთ კომენტარებს უბრალოდ აღარ ვუშვებთ.

 

Евро-Футбол.Ру-ზე რუსმა საფეხბურთო სელექციონერმა და

ფუნქციონერმა პაველ სტიპიდიმ, რომელიც სარატოვის “სოკოლში”, მახაჩყალის “დინამოსა” და “ანჟიში” და გროზნოს “ტერეკში” სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იტალიის ჩემპიონატის დონე შეაფასა და კვარაცხელიას პერსპექტივაზე პესიმისტური პროგნოზი გააკეთა:

 

“შეხედეთ იტალიის ჩემპიონატს, რას დაემსგავსა? წაიკითხეთ ამ ლიგაში ადრე მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელების სერია A-ზე გამონათქვამები. ისინი ამბობენ, რომ დღეს იტალიის ჩემპიონატი ფსკერია, ან ისინი კიდევ იქ როგორც გამოთქვამენ და მე ვეთანხმები. როდესაც ადამიანები 36, 38, 42 წლის ასაკში თამაშობენ, ეს ქვეითად მოსიარულეთა ფეხბურთი გამოდის.

 

თუმცა კვარაცხელია თვით იტალიაშიც ვერ ათამაშდება, რადგან ისევ ვამბობ, მისი დონე – საქართველოს ჩემპიონატია. რუსეთში მან ცოტა გაიბრწყინა და სწრაფად ჩაქრა. ჩვენთან ჟურნალისტებმა მისგან პირდაპირ პელე შექმნეს, ის კი უცბად ჩაიფუშა. თუ ძლიერი ფეხბურთელია, ვინ უშლიდა ხელს? მე საერთოდ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ მართლა აღმოჩნდება “ნაპოლიში”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.