
Breaking news!!!
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შოკისმომგვრელი გადაწყვეტილების მიღებას აპირებს. სანდო წყაროს ცნობით, GFF-ში საუბრობენ გულშემატკივრების დასწრების შემცირებაზე.
ამ გადაწყვეტილებას დინამო თბილისი-დინამო ბათუმის მატჩზე მომხდარი ინცინდენტით ამართლებენ. როგორც იცით, სტადიონზე უამრავი ადამიანი შეიჭრა და მატჩს ჩაშლაც ემუქრებოდა.
სამწუხაროდ,ფედერაციაში არ ფიქრობენ სტიუარდების დამატებას ან მათ უკეთ დატრენინგებას. გამოსავალი ხალხის შეზღუდვაში იპოვეს.
ფედერაციას ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.