მარტი 21, 2023

“რეალ ბეტის”-ის თბილისის საფეხბურთო აკადემიაში მოზარდთა რეგისტრაცია დაიწყო

სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3kEZ9V2

ესპანური საფეხბურთო კლუბი „რეალ ბეტისი“, საქართველოში, საფეხბურთო აკადემიას (Betis Academy Tbilisi) აფუძნებს, რომელიც განთავსდება ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

“რეალ ბეტის”-ის აკადემია ხელს შეუწყობს საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას.

თანამშრომლობა ითვალისწინებს, ესპანური საფეხბურთო გამოცდილების დანერგვას, აკადემიის აღსაზრდელების უმაღლეს დონეზე მომზადებას, მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებას და უცხოეთში გადამზადებას, ფეხბურთელების ესპანეთის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო აკადემიებთან მატჩებში მონაწილეობას და მათი მომავალი სპორტული კარიერის წინსვლის ხელშეწყობას.

„რეალ ბეტისი“-ის საფეხბურთო კლუბი ვარჯიშებს დაიწყებს 01/09/2022-დან

აკადემიაში პირველ ეტაპზე მიიღებიან 5 -13 წლის ასაკის მოზარდები.

სწავლის საფასური შეადგენს 150 ლარს, რომელიც ითვალისწინებს მოზარდის ტრანსპორტირებას სასკოლო ავტობუსით, დელისის მეტროდან.

შეკითხვების შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 551 06 22 33

ან მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/Betis-Academy-Tbilisi-100733442616104

გამოგვყევით ინსტაგრამზე:

https://www.instagram.com/realbetis_academy_tbilisi/

#RealBetisAcademyTbilisiGeo #RealBetis

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.