
2021-22 სეზონის ლა ლიგის ტიტული მადრიდის რეალმა მოიპოვა. კატალონიის ბარსელონა მეორე ადგილს იკავებს,მაგრამ ბოლომდე ამინც ვერ ახერხებს გულშემატკივრების გახარებას.
“ეს შეიძლებოდა ბევრად უარესი სეზონი ყოფილიყო”, – განუცხადა ჩავიმ Movistar-ს რეალ ბეტისთან 2-1 მოგების შემდეგ.
“თებერვლისა და მარტის თვეები შესანიშნავი იყო, შემდეგ ჩვენ ჩვენი თამაშით დავრჩით, მაგრამ მაინც კონკურენტუნარიანები ვართ. უნდა გვახსოვდეს საიდან მოვედით”, – დასძინა ბარსას ხელმძღვანელმა.
სეზონის განმავლობაში იყო დრო, როდესაც ბარსელონა ლიგის ცხრილში ევროპული შეჯიბრების ზონაში იბრძოდა. ჩავის ხელმძღვანელობით გუნდმი დაბრუნდა და ახლა ლა ლიგაში მე-2 ადგილის განაღდებას ცდილობს.