მარტი 21, 2023

ლა ლიგის 35-ე ტურში რეალ ბეტისი ბარსელონას დაუპირისპირდა. თამაში ბარსელონას გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ნაკლებად დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, ჩავიმ ცვლილებები გააკეთ.რეალ ბეტისის წინააღმდეგ მოედანზე შესვლამდე, ჩავიმ ახალგაზრდას ჰკითხა მისთვის სასურველი პოზიციის შესახებ.

“მან თქვა, რომ ფლანგზე უკეთ იგრძნობს თავს”, – თქვა ბარსას ბოსმა პრესკონფერენციაზე.

ფატი შემოვიდა ფერან ტორესის ნაცვლად და მარცხენა ფლანგზე უფრო მეტად ითამაშა ვიდრე შუაში. შემოსვლიდან 15 წამში ანსუ ფატიმ 76-ე წუთზე  ანგარიში გახსნა.

79-ე წუთზე ბარსელონას ყოფილმა მოთამაშე მარკ ბარტრამ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ფრედ სრულდებოდა,მაგრამ დამატებულ დროში დანი ალვეშის ასისტიტ ხორდი ალბამ ულამაზესი გოლი გაიტანა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.

გახარებულმა მწვრთნელმა გოლი სტაფის წევრებთან და ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.