
ლა ლიგის 35-ე ტურში ვალენსია ბილბაოს ატლეტიკს დაუპირისპირდა. შეხვედრა 0:0 დასრულდა, რაც დიდწილად გიორგი მამარდაშვილის დამსახურებაა. როგორც ლა ლიგის ოპფიციალურ ტვიტერ გვერდზე წერენ „მამარდას ეფექტი“ ვალენსიაზე მოქმედებს. ქართველი მეკარე, ზედიზედ მეორედ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.
ხოსე ბორდალასის გუნდი დაცვაში არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა. მეტოქე გუნდი 90 წუთის განმავლობაში ცდილობდა გოლის გატანას,მაგრამ მამარდაშვილის წყალობით ეს ვერ მოახერხდა. გიორგის, ჩატარებული მატჩის შეფასებად, 7.9 ქულა მიენიჭა.
შემდეგ ტურში, ვალენსია ბეტისს შეხვდება,გუნდს,რომელმაც კოპა დელ რეის თასი წაართვა. ვალენსია შურისძიებისთვის ემზადება…