მარტი 21, 2023

საქართველოში, 2022 წლის ფან-კლუბ ლიგამ, სტარტი დღეს აიღო.  პირველ გათამაშებაში ერთმანეთს მადრიდის რეალისა და ბარსელონას, ხოლო მეორე მატჩში ინგლისის ნაკრებისა და არსენალის ფან-კლუბები დაუპირისპირდნენ.

 

ფან-კლუბ ლიგა სამოყვარულო ტურნირია,სადაც მონაწილეობას 10 გუნდის ფან-კლუბი იღებს. ესენია: არსენალი, ბარსელონა,მადრიდის რეალი, ბაიერნი,იუვენტუსი,ლივერპული, ჩელსი , მილანი, იტალიისა და ინგლისის ნაკრების გუნდები.

 

ფანკლუბური  კლასიკო 4-4, ხოლო ნისლიანი ალბიონის გუნდების შეხვედრა 6-3 ინგლისის სასარგებლოდ დასრულდა.

ტურნირი კიდევ რამდენიმე კვირას გასტანს და ფინალი ივნისში გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.