მარტი 31, 2023

როგორც მაიკ კიგანი და სამი მოკბელი, Daily Mail-ის ორი სანდო ჟურნალისტი აცხადებენ, პეპ გვარდიოლას სურს ზაფხულში მანჩესტერ სიტიში უფასო ტრანსფერზე პოლ პოგბას შეძენა.

 

თუ გარიგება განხორციელდება, ანარეკლი იქნება კარლოს ტევესის სამარცხვინო გადასვლისა ოლდ ტრაფორდიდან ეტიჰადზე 2009 წელს. პოგბას კონტრაქტი ეწურება ამ სეზონის ბოლოს და გავრცელებული ინფორმაციით, გვარდიოლას სურს მრავალმხრივი ცენტრალური ნახევარმცველი,რათა შეავსოს ფერნანდინიოს დატოვებული სიცარიელე.

 

სატრანსფერო წესების თანახმად, სიტი სეზონის დასრულებამდე ვერ გაუკეთებს ოფიციალურ შეთავაზებას მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველს. თუმცა, მათ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, რომელიც საჭიროა პოგბას გადმობირებისთვის. რაც შეეხება ახელფასს, 290 ათასზე მეტი კვირაში, გაცილებით მეიტ ვიდრე იუნაიტედში იღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელი მზადაა პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის და არ გამორიცხავს სიტიში გადასვლას, თუნდაც ეს იუნაიტედის ფანებთან ურთიერთობის გაფუჭებას ნიშნავდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.