მაისი 20, 2022

ავტორიტეტულმა გენმანულმა გამოცემამ Transfermarkt.de-მ სხვადასხვა უცხოურ ჩემპიონატებში და საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა ფასები განაახლა.

 

ქართველ ფეხბურთელთა TOP ათი შემდეგნაირად გამოიყურება.

 

 

საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ, მიუხედვად მილიონით შემცირებული სატრანსფერო ღირებულებისა პირველ ადგილს კვლავაც ხვიჩა კვარაცხელია იკავებს.

 

ამ ეტაპზე უცვლელი რჩება გიორგი მამარდაშვილის და საბა ლობჟანიძის ფასი. 3-3 მილიონით დავით ხოჭოლავა და ოთარ კიტეიშვილი მეოთხე მეხუთე ადგილზე არიან.

 

ნახევარი მილიონით შემცირებული ფასის მიუხედავად ათეულში რჩება ზურიკო დავითაშვილი. თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ჯიმი ტაბიძის ფასმაც იკლო, თუმცა ათეულს სწორედ ის ასრულებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.