
პეპ გუარდიოლამ ნიუკასლთან დაპირისპირებამდე პრეს კონფერენცია გამართა. ესპანელმა თავი მადრიდის რეალთან 3-1 მარცხსა და ჩემპიონთა ლიგის დარჩენაზე საუბარს მაინც ვერ აარიდა.
„სიტყვებით რთულია იმის აღწერა თუ როგორ ვგრძნობ თავს. ფეხბურთელებთან არ მისაუბრია, ისინი არ გამიკრიტიკებია. ზოგი ამბობს რომ სეზონი ლიგის გარეშე, წარუმატებელია,მაგრამ ასე არ ვფიქრობ. შეიხ მანსურს ინვესტიცია მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისთვის არ ჩაუდია. „
პეპმა ასევე დაამატა რომ ფარხმალს არ დაყრის და შემდეგ სეზონში ისევ შეეცდება გუნდს ნანატრი ტიტული მოუტანოს.
შეგახსენებთ, პრემიერ ლიგაში სიტის წინ კიდევ 4 მატჩი აქვს და მეტოქე ლივერპულს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.