
თომას ტუხელმა გამოხატა შეშფოთება ჩელსის საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის გამო, რომელიც გაურკვევლობით იყო მოცული,მაგრამ მიუთითა, რომ გეგმები უფრო მცირე დონეზე ყალიბდება.
„დიახ, ჩვენ ჩამოვრჩებით ამ რბოლაში. ადრე ვთქვით დიახ. შესაძლოა, ეს არის მინუსი, მაგრამ მხოლოდ მცირე მინუსი. რა გუნდიც არ უნდა ვიყოთ, კონკურენტუნარიანი ვიქნებით“
“კლუბი ყოველთვის ძლიერი იქნება, მაშინაც კი, თუ ყველა სანქცია რეალური გამოდგება და ის ერთი და იგივე გუნდია. ჩვენ პირველივე მატჩში ჩამოვალთ თამაშის მოსაგებად. სხვა არასდროს არაფერი გაგვიკეთებია და არასდროს არაფერს გავაკეთებთ. მხოლოდ მოგება“
“ჩვენ გვაქვს მკაფიო იდეები, როგორ გავაუმჯობესოთ გუნდი, როგორ გავაუმჯობესოთ შემადგენლობა, შემოვიტანოთ ახალი ენერგია და ხარისხი. ჩვენ ვიპოვით გამოსავალს, მაგრამ პირველ რიგში უნდა მოვერგოთ ზოგად ვითარებას. შემდეგ ვნახოთ რა იქნება შესაძლებელი. „
შეგახსენებთ,რომ რუსეთ-უკრინის ომის გამო, ჩელსის მფლობელს რომან აბრამოვიჩს ფინანსური სანქციები დაეკისრა,რის გამოც გუნდს შესღუდული ბიუჯეტი აქვს.