მაისი 18, 2022

იტალიური სპორტული გამოცემა LA GAZZETA DELLO SPORT  საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, საუბარია ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის პირობებზე იტალიურ “ნაპოლიში” ტრანსფერის შემდეგ. სტატიაში მოყვანილი ინფორმაციის თანამად, ქართველი ტალანტი იტალიურ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წლიური ხელფასის სახით 1,5 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ამჟამად საქართველოს მოქმედ ჩემპიონში, ბათუმის “დინამოში” ასპარეზობს, აჭარულ კლუბთან ორ წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და სწორედ “დინამო” მიიღებს თანხას იტალიური კლუბისგან, ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას 3 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.