
მომზადება ჯადოსნური ტრიუკებისთვის. ხედავ ნაპერწკალს, ხელსახოცის გაქრობას. მაგრამ იმისთვის, რომ გაოცედე საჭიროა წინასწარი მომზადება . ეს არ არის იმდენად ფოკუსის რეპეტიცია, რომელიც უკვე გაკეთდა ათასჯერ, რამდენადაც იმ განსაკუთრებული ატმოსფეროს შეთხზვა, რათა საოცრებამ საერთო აღფრთოვანებამდე მიგიყვანოს. და სასწაულს ბერნაბეუზე სიტის წინააღმდეგ ჰქონდა პროლოგი, რომელიც დაეხმარა ამ ატმოსფეროს შექმნას.
სამწვრთნელო შტაბმა მოამზადა ვიდეო, რათა მოტივირებულიყვნენ ფეხბურთელები, დაერწმუნებინათ, რომ დაბრუნება შესაძლებელი იყო. როდესაც მადრიდის რეალმა დააბრუნა იმედები ამ სეზონში, თუ რა უნდა გაეკეთებინა სიტის წინააღმდეგ და მოამზადეს სამოტივაიცო ვიდეო, რომლითაც შეამზადებდნენ ფეხბურთელებს სანტიაგო ბერნაბეუზე გამგზავრებამდე.
ვიდეო მთავრდებოდა დევიზით, იგივე დევიზით, რაც მადრიდელებს ეტიჰადზე პირველი მატჩის ბოლო სასტვენის შემდეგ ჰქონდათ მხედველობაში: “კიდევ ერთი თამაში“ თავად ანჩელოტიმ, ფინალში გასვლის შემდეგ საიდუმლო გაამხილა: “ვიდეო იყო ყველა ქამბექზე, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ამ სეზონში, ეს არის რვა. ვიდეო დასრულდა “კიდევ ერთი თამაში“ და ჩვენ ეს შევძელით“.
მაგრამ კარლეტოსა და მისი გუნდის წინდახედულება აქ არ გაჩერებულა. იცოდა, რომ ბოლო დარტყმა, რწმენის უკანასკნელი ბიძგი უნდა გაეკეთებინათ გულშემატკივრებს, რომლებიც შეიკრიბნენ Plaza de los Sagrados Corazones-ში, სამწვრთნელო შტაბმა შეგნებულად გადადო თეთრი ავტობუსის მოსვლა მადრიდის სტადიონთან.
გულშემატკივრები “დანიშნეს” კონჩა ესპინას შესართავთან პადრე დამიანთან საღამოს 19:00 საათზე, მაგრამ თეთრი ავტობუსი იქ არ გამოჩნდა საღამოს 19:40 საათამდე, როდესაც ატმოსფერო უკვე გახურებული იყო და მადრიდისტები ათასობით ითვლებოდნენ. . ხალხის ისეთი დიდი რაოდენობა იყო, რომ კონჩა ესპინას მთელი მონაკვეთი, რომელიც შეესაბამება სამხრეთ ბოლოს, სავსე იყო გულშემატკივრებით, რომლებსაც, მიუხედავად სიშორისა სურდათ მათი შეძახილი მიეწვდინათ მოთამაშეებისთვის.
გამოვიდა. კარვახალმა თავისი ფანჯრიდან ჩაწერა, უკანა მიდამოში რამდენიმე ფეხბურთელი შეიკრიბა, რათა უკეთ დაფიქრებულიყვნენ აურზაურის შესახებ, სხვებმა ხელები ასწიეს საზოგადოების გასამხნევებლად… ჩამოსვლა, როგორც ცოტას ახსოვს, დაეხმარა ამ ჯადოსნური და განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნას,რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მოიცვა სანტიაგო ბერნაბეუ.
და მინდორზე
ანჩელოტის თამაშის გეგმა წინა დღიდან ჰქონდა შემუშავებული, როგორც პრესკონფერენციაზე მისმა განცხადებამ აჩვენა: “შეიძლება იყოს ხანგრძლივი თამაში, ამიტომ არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, ვინ დაიწყებს თამაშს, რამდენადაც ვინ დაასრულებს მას”. კარლეტომ სამი ცვლილება განხორციელდა ძირითადი დროის დასრულებამდე: როდრიგო, კამავინგა და ასენსიო, ახალი სისხლი გამოცდილების დათმობისა და კაზემიროს, კროოსისა და მოდრიჩის მეტი კონტროლის სანაცვლოდ.
ანჩელოტიმ ერთ წინადადებაში შეაჯამა სამწვრთნელო შტაბის უზარმაზარი ნდობა გუნდის მიმართ, რომელსაც მართავს: “ჩვენ ძალიან დიდი ნდობა გვქონდა, ვიცით, რას მოგვცემს ეს სტადიონი.“
შეხვედრის ბოლო მონაკვეთი იყო ტექნიკურ ზონაში ხალხის მოსვლა და წასვლა. კროოსმა და მარსელომ ანჩელოტის შენიშვნები მისცეს, ჩენდოც ჩაერთო დისკუსიაში, კარლეტო უსმენდა და თითებით ჟესტიკულაციას აკეთებდა.
და მადრიდის რეალი კვლავ გადარჩა.