სექტემბერი 24, 2023

ბათუმის “დინამო” საქართველოს უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წელს პირველად წარადგენს. იმის გამო, რომ აჭარულ გუნდს უეფას კოეფიციენტებში 3.250 ქულა აქვს, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე განუთესავი იქნება.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 14 ივნისს გაიმართება. ამ ეტაპზე სულ 30 გუნდი იასპარეზებს და 15 წყვილს შეადგენს. ყველა განთესილი გუნდი რომელიც ბათუმის დინამოს შეიძლება დაუპირისპირდეს 12 გუნდი უკვე ცნობილია:

 

ყარაბაღი (აზერბაიჯანი) – 25 000 ქულა

 

მალმიო (შვედეთი) – 23 500 ქულა

 

ლუდოგორეცი (ბულგარეთი) – 23 000 ქულა

 

შერიფი (მოლდოვა) – 22 500 ქულა

 

ბოდო გლიმტი (ნორვეგია) – 17 000 ქულა

 

ფერენცვაროში (უნგრეთი) – 15 500 ქულა

 

სლოვანი (სლოვაკეთი) – 13 000 ქულა

 

პიკი (ფინეთი) – 8500 ქულა

 

ნიუ სეინტსი (უელსი) – 8500 ქულა

 

ჟალგირისი (ლიეტუვა) – 8000 ქულა

 

ლინკოლნი (გიბრალტარი) – 7250 ქულა

 

შემროკ როვერსი (ირლანდია) – 7000 ქულა

 

ქართული გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის გადალახვა ევროპა ლიგის მესამე ეტაპის საგზურს გარამტირებულად ნიშნავს. თავისმხრივ ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე დამარცხების შემთხვევაში გუნდს უეფას კონფერენს ლიგის ფლეი-ოფის საგზურს ნიშნავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *