მაისი 20, 2022

სელტა ვიგოს თავდამსხმელს სანტი მინას 2017 წელს ქალზე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ სცნეს.

 

ალმერიის სასამართლომ ესპანელი სექსუალურ ძალადობაში გაასამართლა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მინას ასევე 12 წლის განმავლობაში შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების ზომა- 500 მეტრით მიახლოება დაზარალებულთან  და დაჯარიმდა 50 000 ევროს ოდენობით.

 

26 წლის ახალგაზრდას ბრალი 2017 წელს საბანაკე ფურგონში ჩადენილი დანაშაულის გამო ედებოდა.

მინას ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით.

 

სელტა ვიგომ უკვე გამოაცხადა, რომ ნასამართლობის შემდეგ მინას კონტრაქტს შეუჩერებენ.

სანტიმ მიმდინარე სეზონში სელტაში 36 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

წყარო: Marca

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.