სექტემბერი 29, 2022

spazionapoli.it “ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას და გუშინ “დინამო არენაზე” გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ფოტოზე ჩანს ადამიანი, რომელსაც “ნაპოლის” მაისური აცვია, რომელიც 23-ე ნომერია და მასზე ხვიჩა კვარაცხელიას გვარია ამოტვიფრული.

Sportall.Ge

“საქართველოში უკვე არის “ნაპოლის ცხელება”… გუშინ საქართველოს დედაქალაქში თბილისის “დინამოსა” და ბათუმის “დინამოს” მატჩი გაიმართა, რომელიც 0:0 დასრულდა.

სტადიონიდან გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ადამიანს “ნაპოლის” ფორმა აცვია და მასზე კვარაცხელიას გვარია… ის 23

-ე ნომერია… შეიძლება ეს უკვე იყოს მაისურის ნომრის მინიშნება, რომელსაც კვარაცხელია აირჩევს ნეაპოლში ჩასვლისას. ის იტალიაში ამ ნომრით იასპარეზებს?” – წერს საიტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.