დეკემბერი 2, 2023

საფეხბურთო კლუბმა ქუთაისის “ტორპედომ” განცხადება გაავრცელა:

“საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აკმაყოფილებს გია ცეცაძის მიერ დაწერილ განცხადებას, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.

კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.”

დღეს, 3 მაისს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურში, “ტორპედო” გორის “დილას” ესტუმრება. წინა შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო, ცეცაძის ყოფილი თანაშემწე შოთა ბაბუნაშვილიც დისკვალიფიცირებულია. ჩვენი ინფორმაციით, ქუთაისელებს უახლოეს მატჩში გუნდის ანალიტიკოსი თორნიკე შეყილაძე გაუძღვება.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *