სექტემბერი 15, 2024

იტალიურმა “ნაპოლიმ” მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გაინაღდა და როგორც იქაური მედია წერს, გუნდის გაძლიერების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

ლორენცო ინსინიე გუნდს ნამდვილად ტოვებს. ახლა მთელი ყურადღება დრის მერტენსის შენარჩუნებაზეა, რომელიც თანახმაა, ხელფასი მნიშვნელოვნად შეუმცირდეს, თუმცა მისი დარჩენის საკითხი ჯერ ღიად რჩება.

futboltotal-ი წერს, რომ გუნდის ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად მექსიკელი ირვინგ ლოსანოს კონკურენციის დაძლევა მოუწევს. გამოცემა მიუთითებს, რომ ხვიჩას მარჯვენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია:

“კვარაცხელია რეალურად 16 მილიონი ღირს, თუმცა მ

ის შეძენას მხოლოდ 10 მილიონად ახერხებენ. სამომავლოდ, ის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე შეიძლება გახდეს.”

შეგახსენებთ, “ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ზაფხულში კვარაცხელიას 5-წლიანი ვადით გადაიბირებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *