ივნისი 4, 2023

სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა, 2022 წლის 2 მაისს, 2022 წლის 29 აპრილს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ტორპედოსა და დინამო თბილისის მატჩზე მომხდარი ინციდენტის ფაქტზე გადაწყვეტილება მიიღო:

• ს.ფ.ფ. სადისციპლინო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 106-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 114-ე
მუხლის 1-ლი პუნქტის, 115-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ს.კ.
ქუთაისის „ტორპედოს“: 1. მიენიჭოს წაგება ანგარიშით 0:3 (მეტოქეს მოგება ანგარიშით 3:0); 2.
დაისაჯოს 5 საშინაო მატჩით მაყურებლები ს გარეშე ჩატარებით; 3. დაეკისროს ჯარიმა 6 900 (ექვსი ათას
ცხრაასი) ლარის ოდენობით.
• ს.ფ.ფ. სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის
საფუძველზე ს.კ. ქუთაისის „ტორპედოს“ ფიზმომზადების მწვრთნელი თეიმურაზ ჯანაშია: 1.
დაისაჯოს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაციით; 2. დაჯარიმდეს 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;
• ს.ფ.ფ. სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის
საფუძველზე ს.კ. ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი, ბაქარ მირცხულავა: 1. დაისაჯოს 3 მატჩიანი
დისკვალიფიკაციით; 2. დაჯარიმდეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
• ს.ფ.ფ. სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის
საფუძველზე ს.კ. ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი, დინო ჰამზიჩი: 1. დაისაჯოს 3 მატჩიანი
დისკვალიფიკაციით; 2. დაჯარიმდეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
• ს.ფ.ფ. სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის
საფუძველზე ს.კ. ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი, ლევან მჭედლიძე: 1. დაისაჯოს 3 მატჩიანი
დისკვალიფიკაციით; 2. დაჯარიმდეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
• ს.ფ.ფ. სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის
საფუძველზე ს.კ. ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი, ვაჟა ტაბატაძე: 1. დაისაჯოს 3 მატჩიანი
დისკვალიფიკაციით; 2. დაჯარიმდეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
• ს.ფ.ფ. სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის
საფუძველზე ს.კ. ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი, შოთა ბაბუნაშვილი: 1. დაისაჯოს 3 მატჩიანი
დისკვალიფიკაციით; 2. დაჯარიმდეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს ფეხბურთელს – გიორგი პაპავას.

 

4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა დინამო თბილისის ფეხბურთელს – დიმიტრი ანტილევსკის.

 

ასევე, ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს მეკარეების მწვრთნელს – ევგენი ტაიკევიჩს.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.