მიკელ არტეტამ განუცხადა Sky Sports-ს, არსენალს აქვს გეგმები გააძლიეროს თავისი გუნდი და შემადგენლობა ამ ზაფხულს, მაგრამ გააფრთხილა, რომ ისინი იმუშავებენ ბიუჯეტზე.
„ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ გუნდი, გვინდა გავაძლიეროთ სასტარტო შემადგენლობა, გვინდა გავაძლიეროთ ჩვენი მოთამაშეების სპეციფიკა და ხასიათი და ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვაპირებთ. ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული… რამდენი ფეხბურთელი დაბრუნდა იმ ვალდებულებებით, რომლებიც ჯერ კიდევ გვაქვს მათთან; ჩვენი ფინანსური მდგომარეობა იმის მიხედვით განისაძღვრება თუ სად დავასრულებთ ჩემპიონატს“
“ბევრი კითხვის ნიშანია, მაგრამ ეს არის ფეხბურთი. ჩვენ ბევრი რამ გამოვიარეთ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში და შევეცდებით, ეს საუკეთესო გზით მოვახერხოთ.” – განაცხადა მან.