დეკემბერი 8, 2023

 

 

ბათუმის “დინამოს” ექიმი ზურაბ ხარხელაური გადაცემაში “სპორტი იმედზე” ჩაერთო და ფეხბურთელების ტრავმების შესახებ ისაუბრა.

 

“პირველ ტიამშივე მოგვიწია შეცვლების გაკეთება. ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში, კუნთებზე იყო კოტნაქტი, ჰემატომა განვითარდა, შესაცვლელი გახდა ძლიერი ტკივილის ფონზე. მაქსიმალურად ვეცადეთ აგვერიდებინა რამე, როგორც ჩანს, ნერვის გათიშვა მოხდა. შედარებით, ეს სიმყარე ირღვეოდა. ჩვენ ვეცდებით, რომ ითამაშოს, ყველაფერს გავაკეთებთ. გუშინ არ უვარჯიშია. დღს შევხედავთ, როგორ იქნება. გადამოწმდება და მაგის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას”

 

“ჯოვინოს მუხლის პრობლემა აქვს. MRI გაკეთდა, გადავრჩით, რომ ოპერაციას არ საჭიროება. იოგი, კოლატერალი არის დაზიანებული. ძლიერი დაზიანება არ არის, მაგრამ მკურნალობა სჭირდება. თბილისში არ იქნება”

 

“კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს აზაცკიზე. ხელი აქვს მოტეხილი და ხვალ ოპერაციაა ჩანიშნული”, – განაცხადა ხარხელაურმა.

 

სამივე ფეხბურთელმა ტრავმა ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ბოლნისის “სიონთან” მიიღო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *