ოქტომბერი 4, 2022

შოთა არველაძე ჯანო ანანიძის კარიერის დასრულებას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ყოფილი ქართველი შემტევი ნახევარმცველი ფეხბურთიდან 29-წლის ასაკში წავიდა.

 

“ჯანო, გულდასაწყვეტია, რომ კარიერის ნაადრევად დასრულება გიწევს. განსაკუთრებული იყავი მოედანზეც და განსაკუთრებული ხარ მოედნის მიღმაც. ყველა წამოწყებაში წარმატებას გისურვებ, შენ გვერდით მიგულე!”, – წერს ლეგენდარული ქართველი თავდამსხმელი.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი გამთამაშებელი თავისი კარიერის განმავლობაში თამაშობდა “სპარტაკში”, “ანორთოსისში”, “დინამო თბილისში”, “დინამო ბათუმსა” და კიდევ რამდენიმე რუსულ კლუბში.

რაც შეეხება “ჯვაროსნებს”, 2009 წლის შემდეგ, 29-წლის ფლეიმეიქერმა მოასწრო 43 შეხვედრის ჩატარება, რომელშიც შვიდი გოლის გატანა მოახერხა. ანანიძის მთავარ პრობლემად მუდამ ტრავმიანობა რჩებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.