მაისი 17, 2022

საფეხბურთო მწერალთა ასოციაციის წლის ფეხბურთელი (ხშირად უწოდებენ FWA წლის ფეხბურთელს, ან ინგლისში უბრალოდ წლის ფეხბურთელს) არის ყოველწლიური ჯილდო, რომელიც გადაეცემა მოთამაშეს, რომელიც შეფასებულია, როგორც ინგლისში საუკეთესო სეზონის მქონედ.   ჯილდოს მიღების მთავარი პრედენდენტი მოჰამედ სალაჰია.

 

პრივილეგია იყო სტადიონზე ყოფნა გასულ თვეში ლივერპულის სამი ძალიან განსხვავებული სპექტაკლის სანახავად,რომელიც სულ რაღაც ორი კვირის ინტერვალით ჩატარდა.

თამაშში დარჩენას გამძლეობა დასჭირდა, და ტიტულისთვის ბრძოლა – მანჩესტერ სიტისთან სტუმრად. მანჩესტერ იუნაიტედის 4-0 მოგებამ იურგენ კლოპის გუნდი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. მერსისაიდული დერბი-  ევერტონთან გამარჯვება მოითხოვდა მოთმინებას და სიზუსტეს. სალაჰის გავლენა გადამწყვეტ მომენტებში იგრძნობოდა. პასი სადიო მანეს გათანაბრება სიტისთან, ორი გოლი და საგოლე პასი იუნაიტედთან და გადამწყვეტი როლი ევერტონთან გარღვევისთვის. მიუხედავად ბოლოდროინდელი ლაპარაკისა უგუოლობის გვალვაზე, მისი ფორმა ასეთია.

 

“ის მისაბაძი მაგალითია მრავალი თვალსაზრისით”, – ამბობს კლოპი სალაჰის შესახებ. “ის ჩვენზე გავლენიანია. ბევრს ჰგონია, რომ ძალიან გავლენიანია დანარჩენ სამყაროზეც, კარგი.”

 

Football Writers’ Association წლის საუკეთესო ფეხბურთელს პარასკევს გამოავლენს,მაგრამ მთავარი ფავორიტი მოჰამედ სალაჰია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.