სექტემბერი 30, 2022

მანჩესტერ იუნაიტედმა ერიკ ტენ ჰაგი დანიშნა ახალ მწვრთნელად, რომელიც სეზონის ბოლოს დროებით რალფ რანგნიკს შეცვლის.

52 წლის მენეჯერმა 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

 

მანჩესტერ იუნაიტედის ინტერესი ერიკ ტენ ჰაგის მიმართ არ იყო გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ მის სტატუსს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ მწვრთნელს ევროპაში.

52 წლის ფეხბურთელს ჰყავდა გულშემატკივრები ოლდ ტრაფორდზე 2018/19 წლიდან, როდესაც მისმა აიაქსმა ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედ ფინალში მადრიდის რეალი მანამდე კი იუვენტუსი დაამარცხა. ამსტერდამელების თამაში  განსაცვიფრებელი იყო და მხოლოდ ფინალში მოხვედრაზე მოუწიათ  უარი თქმა, მაურისიო პოჩეტინოს ტოტენჰემის გამო, ლუკას მოურას ბოლო წუთში გატანილი გოლის შემდეგ.

ტენ ჰაგი გონივრული არჩევანია ოლდ ტრაფორდზე პასუხისმგებლობისთვის და განიხილება, როგორც „ახალი, საინტერესო მომავალი“.

აიაქსის ბოლო წარმატებული მწვრთნელი, რომელიც ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში გადავიდა – ინტერის გავლით, იყო ფრენკ დე ბუერი, რომელმაც “კრისტალ პალასში” სულ რაღაც 77 დღე გაძლო.

 

” “მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდა და ოფიციალურად გამოცხადდა. სიცხადე მნიშვნელოვანია. დიდი პატივია მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელად დანიშვნა და ძალიან აღფრთოვანებული ვარ მომავალი გამოწვევებით.     მე ვიცი ამ დიდი კლუბის ისტორია და გულშემატკივრების ვნება და გადავწყვიტე შევქმნა გუნდი, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, რასაც ეს კლუბი იმსახურებს .” – განაცხადა ტენ ჰაგმა.

იუნაიტედზე მოლოდინი, გლობალური მზერა და კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ვნახოთ, როგორ გადაჭრის დუჩი კლუბში არსებულ პრობლემებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.