დეკემბერი 7, 2022

ბევრს ეგონა რომ სტუმრები ლივერპულს ენფილდზე აჯობებდნენ , მაგრამ მოჰამედ სალაჰის დუბლით,სადიო მანესა და ლუის დიასის გოლებით, სქაუზერებმა 4-0 მოიგეს, რაც ოქტომბერში ოლდ ტრაფორდზე დაფიქსირებულ შედეგთან ერთად ჯამსი 9-0 უდრის.

ამ ორმა მატჩმა აჩვენა ხარისხის უზარმაზარი ხარვეზი ორ მეტოქეს შორის და იუნაიტედის ყოფილმა კაპიტანმა როი  კინიმ,  რომელმაც მოიგო პრემიერ ლიგის შვიდი ტიტული და ჩემპიონთა ლიგა,  თქვა:

 

„გაბრაზებული არ ვარ, უბრალოდ მოწყენილი ვარ. დღეს უყურებ გუნდს და ხვდები რომ მოედანზე არ იყო გული, სული, ლიდერები, მათ აკლიათ რეალური ხარისხი. ისინი ძალიან შორს არიან ძლიერი გუნდის ფორმაციისგან.  ლივერპულს შეეძლო გაეტანა ნებისმიერ დროს, როცა მოინდომებდნენ“

ასევე თქვა რომ ლინგარდი საკმარისად კარგი არ არის, მაგუაიერი გუნდისთვის შეუთავსებელია და   რაშფორდი ბავშვურად თამაშობს.

 

როი კინის გარდა მატჩზე კომენტარი გარი ნევილმაც გააკეთა:

 

“მანჩესტერ იუნაიტედი მილიონობით მილის დაშორებით იყო ლივერპულის გუნდისგან ყველა ასპექტში . მოედანზე და მის გარეთ.“ – თქვა მან.

 

ასევე დაამატა რომ ყველაზე ცუდი მანჩესტერია ,რაც ოდესმე უნახავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.