ოქტომბერი 13, 2024

პეპ გუარდიოლა არ ფიქრობს, რომ ლივერპულის FA თასის ნახევარფინალში მანჩესტერ სიტიზე გამარჯვება მერსისაიდელებს ფსიქოლოგიურ უპირატესობას ანიჭებს ტიტულისთვის  ბრძოლაში.

 

სიტის მენეჯერი გუარდიოლა თვლის, რომ შაბათის ამაღელვებელი დაპირისპირება უემბლიზე იქნება აქტუალური მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი კლუბი კვლავ შეხვდება ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ახლა ყურადღება მიეპყრობა ორ კლუბს შორის ტიტულისთვის  მომხიბვლელ ბრძოლაზე, სადაც სიტი პრემიერ ლიგის სათავეში ერთი ქულით ლიდერობს.

 

ისინი შესაძ₾ოა შეხვდნენ მომავალ თვეში, პარიზში ფინალში, თუ ნახევარფინალში სიტი რეალს და ლივერპული ვილიარეალს დაამარცხებს.

 

გუარდიოლამ თქვა: “არის შანსი, რომ სეზონის ბოლოს ვითამაშოთ, იმ შემთხვევაში, თუ ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა. ასე რომ, მოუთმენლად ველი  რა მოხდება. ახლა ფსიქოლოგია ისაა, რომ პრემიერ ლიგაში შვიდი თამაში გვაქვს და ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ ტიტულის მოგებისთვის.“

ასევე დაიწუწუნა:

“თამაშ-თამაშში მივდივართ. დრო არ გვაქვს (შედეგზე ვისაუბროთ). ოთხ დღეში კიდევ ერთი თამაში გვექნება, შემდეგ უოტფორდი, შემდეგ მადრიდი, შემდეგ კიდევ ერთი.”

 

გუარდიოლა იმედოვნებს, რომ ფლეიმეიკერი კევინ დე ბრუინი და ნახევარმცველი ილკაი გუნდოგანი, რომლებიც გამოუყენებელნი იყვნენ უემბლიზე ფეხის და მუხლის ტრავმებით, მალე დაბრუნდებიან.კაილ უოკერი ასევე არ იყო ჩართული ტერფის პრობლემის გამო

 

“როცა მთელი გუნდი გყავს, უფრო ადვილია მოგება. ჩვენ გვჭირდება ხალხი, რათა ეს მძიმე სიტუაცია დავძლიოთ“

 

FA cup-ის ფინალში ლივერპული ჩელსის დაუპირისპირდება, სიტი კი 2 ტიტულისთვის განაგრძობს ბრძოლას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *