ოქტომბერი 4, 2022

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. ქართველი მეკარე სასტარტო თერთმეტეულში ზედიზედ 11 მატჩში გამოჩნდა.

ქართველი მეკარის წინა პლანზე წამოწევის გამო, ესპანური მედია წერს, რომ, შესაძლოა, გუნდი იასპერ სილესენმა დატოვოს. მრავალი გამოცემის ინფორმაციით, ის კარიერას “პსვში” გააგრძელებს.

ესპანური La Pazon წერს, რომ თუ ნიდერლანდელი მეკარე “ღამურების” რიგებს დატოვებს, კლუბი ვისენტე გუაიტას გადაბირებას შეეცდება, რომელიც “კრისტალ პალასში” ასპარეზობს.

ცნობისთვის, 35 წლის მეკარე “ვალენსიას” აკადემიის აღზრდილია და ესპანურ კლუბში 2008-14 წლებში თამაშობდა, რა დროშიც 76 მატჩი ჩაატარა. 2014-18 წლებში ის “ხეტაფეში” ასპარეზობდა, “არწივების” რიგებში კი 2018 წლიდან ირიცხება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.