ივნისი 4, 2023

ფეისბუქჯგუფ “კაი ხალხის ჯგუფი” წევრებმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში აღმოაჩინეს “ვალენსიას” ქართველი გოლკიპერის, გიორგი მამარდაშვილის პოსტი, რომელიც 2013 წელსაა დაწერილი.

“ეს ბურთი სულ ოქროა… და მინდა ისეთი ფეხბურთელი ვიყო, ეგ თასი მაჩუქონ,” – დაუწერია მაშინ 13 წლის ასაკში მყოფ მამარდას.

აღნიშნულ პოსტს ფოტოც აქვს დართული:

ფოტოზეც კარგად ჩანს, რომ გიორგი თბილისის “დინამოს” აკადემიის წევრი გახლდათ.

ცნობისთვის, “ვალენსიამ” მამარდაშვილი სწორედ “დინამოდან” შეიძინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.