
Quadruple არის ზღაპრული ოთხკუთხედი, მის მოგება , შეუძლებელი აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგის თანამედროვე (1992 წლის შემდგომ) ეპოქაში. გუნდს, რომელიც მოიგებს მათ საშინაო ლიგას, კონტინენტურ შეჯიბრებებს და ორივე შიდა თასებს Quad-ს შეასრულებს.
როგორც უკვე ცნობილია, არცერთ ინგლისურ გუნდს არ მოუგია Quadruple.
ლივერპულმა უკვე მოიგო ამ სეზონის ლიგის თასი; იურგენ კლოპის გუნდი პრემიერ ლიგაში ამჟამად მეორე ადგილზეა, მანჩესტერ სიტის ჩამორჩება მხოლოდ შვიდი მატჩით; წითლები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვილიარეალს, ხოლო ასოციაციის თასის ნახევარფინალში სიტის დაუპირისპირდებიან.
ლივერპულს ჯერ კიდევ აქვს ამ კამპანიის უპრეცედენტო Quad-ის მოგების შანსები.
როგორც სერ ალექს ფერგიუსონი იტყოდა, ეს არის „სამარცხვინო დრო“, როდესაც იურგენ კლოპის გუნდს ლიგაზე შთამბეჭდავი, დაუმარცხებელი სერია აქვს და შესაძ₾ოა ჩემპიონები გახდნენ. ერთი შეხედვით, პრემიელ ლიგის დაუძლეველი 14-ქულიანი უპირატესობა 15 იანვარს აორთქლდება.
იმავდროულად, ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვილიარეალთანაც თამაშობს, რომლის პირველი მატჩი ენფილდზე 27 აპრილს გაიმართება, განმეორებით 3 მაისს ელ მადრიგალზე.
მთლიანობაში, ლივერპულს აპრილში ცხრა მატჩიანი, დამღლელი განრიგი ელის, რასაც მოჰყვება კიდევ შვიდი თამაში მაისში, თუ ისინი ასევე გავლენ როგორც ასოციაციის, ისე ევროპის თასის ფინალში.
ერთ სეზონში ოთხივე მთავარი ტიტულის მოგებასთან ყველაზე ახლოს მყოფი გუნდი ჩელსი (2006-07) იყო.
2007 წლის მაისში ჟოზე მოურინიოს პრემიერ ლიგის ჩემპიონებმა უკვე მოიგეს ლიგის თასი მილენიუმის სტადიონზე არსენალის 2-1 დამარცხების შემდეგ, მაშინ როცა ინგლისის თასის ფინალის თარიღი ჰქონდათ მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად.
თუმცა, გამოწვევა დასრულდა, როდესაც 4-1 დამარცხდნენ პენალტების სერიაში ლივერპულთან ენფილდზე, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მეორე მატჩში, ასევე ტიტული იუნაიტედთანაც დათმეს.
რაც შეეხება იუნაიტედს, ისინი ასევე ახლოს იყვნენ ისტორიის დაწერასთან 2008-09 წლებში, მაგრამ ინგლისის თასის ნახევარფინალში, ევერტონთან პენალტების სერიაში 4-2 დამარცხდნენ, მაგრამ არც ამ მოგებას ექნებოდა აზრი,რადგან ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის მეორე ადგილს დასჯერდნენ.
და, რა თქმა უნდა, პეპ გვარდიოლას სიტი. გუნდს ასევე ჰქონდა სანსი Quad შეესრულებინა მას შემდეგ, რაც კატალანელი „ეტიჰარდზე“ მოვიდა, ყველაზე ახლოს იყო 2018-19 წლებში და გასულ სეზონში. გამოწვევა დაასრულა ტოტენჰემმა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ხოლო ეს უკანასკნელი ინგლისის თასის ნახევარფინალში ჩელსისთან დამარცხდა.
თუმცა, ლივერპულის ამჟამინდელი Quad-ის შანსები მინიმუმ 16 აპრილამდე გაგრძელდება, როდესაც ისინი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან სიტის FA თასის ნახევარფინალში.
მიუხედავად იმისა, რომ კლოპის “მენტალიტეტის მონსტრებმა” 2018-დან 2020 წლამდე ძლივს წააგეს თამაში, ისინი რეალურად ვერ მიუახლოვდნენ Quad -ის მოგებას. ფაქტობრივად, ყველაზე ახლოს იყო 2019-20 წლების კამპანია.
პირველი, რაც აქ უნდა აღვნიშნო არის ის, რომ 2019-20 წლების სეზონამდე, საფრანგეთი, ისევე როგორც ინგლისში, იყო ერთადერთი სხვა ქვეყანა ევროპის ტოპ ხუთ მთავარ ლიგაში, რომელსაც ჰქონდა დამატებითი თასის შეჯიბრი ლიგის თასის სახით. ასე რომ, ეს ხსნის იმას, რომ ევროპულ გიგანტებს, როგორიც არის მადრიდის რეალი, ბარსელონა, მიუნხენის ბაიერნი და იუვენტუსი, აქამდე არასდროს მოუგიათ ოთხეული.
ეს ყველაფერი გვიჩვენებს, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აკსირია კლოპს და მის ბიჭებ ამ სეზონში. შესაძლოა სასწაული მოხდეს…