
ჰალანდი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ დორტმუნდის ბორუსიაში გადასვლის შემდეგ მისი შესანიშნავი საგოლე რეკორდით უკვე დაიკავა ადგილი ელიტაში.
Sky Sports-თან გარი ნევილი ამბობს, რომ ჰალანდის პიროვნება, ხასიათი და პერსონა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი დიდების მიღწევის იმედების გამყარების უნარი.
“მე მომწონს ჰალანდის პიროვნება”, – თქვა ნევილმა. “მომწონს ის ფაქტი, რომ მას არ აინტერესებს, რას ფიქრობენ სხვები. მასში არის რაღც ერიკ კანტონას მსგავსი , ის თანამედროვე ვერსიაა.“
“ხალხი ამას ამპარტავნებას ეძახის, მაგრამ რეალურად თვდაჯერებულობაა. ამას ვერ ისწავლი. ფეხბურთს სჭირდება მისი მსგავსი ადამიანები. ადამიანები,რომლებიც ყველაფერს იდეალურად არ აკეთებენ. „
ნევილმა ასევე განმარტა თუ რას ითხოვს თანამედროვეობა ფეხბურთელისგან:
„ჩვენ გვინდა პროფესიონალი, კარგად მოქცეული ადამიანები, მაგრამ ასევე გვინდა პიროვნება,ხასიათი და ადამიანები, რომლებიც მზად არიან წავიდნენ ნორმის წინააღმდეგ, რასაც ჰალანდი ყოველთვის აკეთებს“ .