
პაპ გუარდიოლას გუნდი, ამ სეზონში, უფრო მეტად შეეცდება ერლინგ ჰალანდის გადმოყვანას. მანჩესტერ სიტი ბორუსიას 75 მილიონ ფუნტს სთავაზობს. თუ დორტმუნდის ბორუსია თავდამსხმელს დაკარგავს, მათი ნომერ პირველი სამიზნე ზალსბურგის მოთამაშე კარიმ ედეემი იქნება.
ამ ტრანსფერში მანჩესტერს გამოკვეთილ კონკურენტად მადრიდის რეალი ჰყავს. ნაკლებ სავარაუდოა რომ რეალმა უკან დაიხიოს,რადგან კილიან მბაპე,რომელიც პსჟ-ში გადასვლის დღიდან სურთ, შესაძლოა უფასოდ გაიფორმონ.
ჰალანდის შესაშურს სტატისტიკას ვერავინ უგულებელჰყოფს – 84 მატჩში 80 გოლი, მაგრამ რეალისთვის უპირატესობა მაინც მბაპეს ენიჭება. პსჟ მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა დაარწმუნოს ფრანგი ფეხბურთელი გააფორმოს ახალი კონტრაქტი, მაგრამ მას მაინც სურს მადრიდში გადასვლა.
თუ მბაპე წავა, ეს კიდევ უფრო გაზრდის ალბათობას, რომ პსჟ მიუნხენის ბაიერნიდან რობერტ ლევანდოვსკის გადმოიყვანს.
ლევანდოვსკის წარმომადგენლები მიუნხენის ბაიერნის უფროსობასთნ ერთად უკვე რამდენიმე კვირაა ფეხბურთელის მომავალს განიხილავენ.
შეგახსენებთ რომ პოლონელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 41 მატჩში 47 გოლი გაიტანა და ამჟამად ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.ბაიერნში გატარებულ რვა სეზონში, ლევანდოვსკიმ 370 მატჩში წარმოუდგენელი 341 გოლი გაიტანა და მხოლოდ გერდ მიულერს ჩამორჩება.
ლევანდოვსკის კონტრაქტი 2022/2023 წლების სეზონის ბოლოს ეწურება.
წყარო: sky sport