დეკემბერი 2, 2023

“ვალენსია” გიორგი მამარდაშვილის თამაშით ძალიან კმაყოფილია და ქართველ კიპერზე სერიოზულ სამომავლო გეგმებსაც აწყობს.

“ღამურებმა” ის თბილისის “დინამოსგან” 1 მილიონის სანაცვლოდ გამოისყიდეს, თავად კი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასის აწევას გეგმავენ.

ესპანური მედია იტყობინება, რომ მიმდინარე კონტრაქტით, მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა შემდეგი სეზონისთვის 20, 2 წლის შემდეგ კი 30 მილიონი ევრო იქნება. მიუხედავად საკმაოდ მსუყე თანხისა, “ვალენსია” აპირებს, გიორგის ახალი და გაუმჯობესებული კონტრაქტის პირობები შესთავაზოს, რომლის მიხედვითაც მსურველებს 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

ამასთან ერთად, ირკვევა ისიც, რომ “ღამურები” ქართველი მეკარისთვის ხელფასის გაზრდას განიხილავენ. ამჟამად, მამარდაშვილი წლიურად დაახლოებით 1 მილიონ ევროს იღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *