დეკემბერი 2, 2023

მაჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელმა ალექს ტელესმა  კლუბში არსებულ ვითრებაზე ისაუბრა.  მხოლოდ ფორმალური საკითხები რჩება რალფ რანგკინის ერიკ ტენ ჰააგის ჩანაცვლებისთვის.  კლუბი ახალი მენეჯერის დანიშვნის ზღვარზეა,ამიტომ მიმდინარე კამპანიის გამოსწორება უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე მომავალზე ფიქრი.

 

მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ხმაური იყო. თავად ალექს ტელესი თავს არ იდანაშაულებს მანჩესტერის ცუდ ფორმაში, მიუხედავად იმისა რომ გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან 3 დათმო.

 

„ არა, არ ვფიქრობ, რომ ეს გავლენას მოახდენს ჩვენზე, რადგან ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ”, – განუცხადა მან Sky Sports-ს.

“კლუბში არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ახალი მენეჯერის დანიშვნაზე – მაგრამ ეს მომავალ სეზონშია. და მომავალი სეზონი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვაკეთებთ  დარჩენილ თამაშებში, ამიტომ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.“

 

იუნაიტედის ირგვლივ ნეგატიური ტალღა იმატებს. დაჯგუფება „1958“ გლეიზერების ოჯახს (მფლობელებს) დაუყოვნებლივ ცვლილებებისკენ მოუწოდებს,რადგან კლუბის ბედი  ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ისევ ბუნდოვანია.

 

წყარო: sky sport

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *