მარტი 21, 2023

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეა, ხვიჩა კვარაცხელიასა და “ნაპოლის” ერთმანეთთან ძალიან აქტიურად აკავშირებენ.

ქართველი გარემარბის იტალიურ გრანდში ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაცია ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სანდო ჟურნალისტია.

თავის მხრივ, ნეაპოლური კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ხვიჩას სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

“ჩვენ ამ ფეხბურთელს, უკვე გარკვეული პერიოდა, ვაკვირდებით და მის შესაძენად ყველაფერს გავაკეთებთ. დრო გვჭირდება იმისათვის, რომ ბაზარზე განვითარებული მოვლენები ვნახოთ.

ხვიჩა ჩვენს სიაში ერთ-ერთი პირველია. მას “ნაპოლიში” სათამაშოდ ყველა შესაბამისი მონაცემი გააჩნია – როგორც ტექნიკური, ასევე მენტალური კუთხით. ეს ეკონომიკურ მხარესაც ეხება. საინტერესო მოთამაშეა, ამიტომაც, მის შეძენას ვეცდებით”, – განაცხადა ჯუნტოლიმ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.