მაისი 24, 2022

პედრიმ “აინტრახტთან” მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც ჩავი ერნანდესმა იგი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.

“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველის დაზიანების სიმძიმე უცნობია, თუმცა ესპანური მედია არადამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს.

ჩავი კამპოსის ცნობით, 19 წლის ფეხბურთელს სერიოზული დაზიანება აქვს – მან კუნთი გაიწყვიტა და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

ხავი მიგელი ვარაუდობს, რომ პედრის უქმად ყოფნის სავარაუდო ხანგრძლივობა 6-8 კვირა იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.