მარტი 21, 2023

“ვალენსიაში” ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ის ღამურებმა “დინამოდან” ერთ მილიონად გამოსყიდეს.

ახლა უკვე “ვალენსიაში” ფიქრობენ, რომ მამარდაშვილის ფასმა მნიშვნელოვნად უნდა აიწიოს. ესპანური მედია იტყობინება, რომ მიმდინარე კონტრაქტით, მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა შემდეგი სეზონისთვის 20, 2 წლის შემდეგ კი 30 მილიონი ევრო იქნება.

“ვალენსია” აპირებს, გიორგის ახალი და გაუმჯობესებული კონტრაქტის პირობები შესთავაზოს, რომლის მიხედვითაც მსურველებს 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. როგორც იეწერება, გიორგის შემდეგი წლიდან ხელფასი სეზონში 1 მილიონ ევრომდე გაეზრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.