ოქტომბერი 13, 2024

 

ბენფიკას თავმდამსხმელის, დარვინ ნუნეზის ბედი კლუბის მმართველების ხელშია.  ახალგაზრდა ფეხბურთელის ფასი გაიზარდა.  გავრცელებული ინფორმაციით,ნიუკასლი,არსენალი და მანჩესტერ იოუნაიტედი 60 მილიონი ფუნტის შეთავაზებას  აპირებენ.

 

ურუგვაელმა ფეხბურთელმა 37 მატში 32 გოლი გაიტანა. ნუნეზი ინგლისური ფეხბურთის სიმკაცრისთვის აბსოლუტურად მზად არის. მას შეუძლია სწრაფი გადაადგილება,ბურთის ფლობა და როგორც ენფილდზე აჩვენა, შესანიშნავი ფინიშერია.  ასევე,  ცენტრში  და ფლანგებზე თანაბრად ხარისხიანი თამაშით გულშემატკივარი აღფრთოვანებული დატოვა.

 

სტატისტიკურად, ლივერპულს მხოლოდ ერთხელ გაუტანა,მაგრამ ბურთი ბადეში სამჯერ აღმოჩნდა.  გარდა გოლებისა, ჰქონდა გამორჩეული სანახაობრივი მომენტი მოედნის კიდიდან, რამაც აიძულა ალისონი უფრო ყურადღებით ეთამაშა.

 

დაინტერესებულ კლუბთა შორის არსენალს, ამ მონაცემების მქონე ფეხბურთელი,  ყველაზე მეტად სჭირდება.

 

 

წყარო: SKY SPORT 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *